RSSParser errorRSSParser errorRSSParser error
სერ ალექსის გამოსამშვიდობებელი სიტყვა
კატეგორია: ვიდეო

 

"გონებაშია ბსოლუტურად არაფერი მაქვს დალაგებული. ვაპირებ ახლა ჩამოვაყალიბო სათქმელი და ვეცდები გადმოვცე, მთელი ამ დროის განმავლობაში 
რას ნიშნავდა ეს კლუბი ჩემთვის.

პირველ რიგში, დიდი მადლობა „მანჩესტერ იუნაიტედს“. არა მხოლოდ დირექტორებს, არა მხოლოდ სამედიცინო შტაბს, არა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბს, არა მხოლოდ ფეხბურთელებს ან გულშემატკივრებს, მადლობა თქვენ ყველას. თქვენ ჩემს ცხოვრებას ფანტასტიკური მომენტები აჩუქეთ.

ძალიან გამიმართლა. შესაძლებლობა მქონდა გამეწვრთნა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელები, ვყოფილიყავი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად. დღეს, ყველა ეს ფეხბურთელი წარმოადგენს ჩვენს კლუბს შესაფერისი მიღწევებით - მათ ჩემპიონატი ფანტასტიკური ასპარეზობით მოიგეს.

ჩემი წასვლა არ ნიშნავს, რომ ამ კლუბთან დაკავშირებულ ცხოვრებას ვასრულებ. ახლა უკვე მე შემეძლება ვისიამოვნო მათი ყურებით, ვიდრე მათთან ერთად ვიტანჯო.
ბოლო წუთზე გატანილი გოლები, „ქამბექები“, დამარცხებებიც - ყველაფერი ეს ამ შესანიშნავი კლუბის ნაწილია. დიდი მადლობა, რომ ასეთი ბრწყინვალე მომენტები მაჩუქეთ.

მინდა შეგახსენოთ,რომ რთული პერიოდების განმავლობაში მხარში მედგა კლუბი,სამწვრთნელო შტაბი,ფეხბურთელები.ახლა კი თქვენი ვალია,რომ მხარში დაუდგეთ ახალ მწვრთვნელს,რადგან ეს მნიშვნელოვანია!

მანამ დავასრულებდე, მინდა პოლ სქოულზს გადავუხადო მადლობა, რომელიც დღეს ასრულებს კარიერას. ის დაუჯერებელია, პოლი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, რომელიც გუნდს ოდესმე ჰყოლია.

ასევე, მინდა მალე გამოჯანმრთელება და გუნდში დაბრუნება ვუსურვო დარენ ფლეტჩერს.

ფეხბურთელებს... ფეხბურთელებს ყველანაირ წარმატებებს ვუსურვებ. თქვენ იცით როგორი ძლიერები ხართ, თქვენ იცით რა ფორმას ატარებთ, თქვენ იცით ეს რას ნიშნავს ყველა აქ მყოფისთვის. არასოდეს მისცეთ თქვენს თავს უფლება იმედები გაიცრუოთ.

სახლში მივდივარ, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ ეს მთელი ფერგიუსონების ოჯახისგან, ისინი აქ არიან, თერთმეტივე შვილიშვილი. მადლობთ!“

მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდი
წიგნები
კალენდარი
ბრაიტონი
იუნაიტედი
იუნაიტედი
ბრენტფორდი
იუნაიტედი
ჩელსი
არსენალი
იუნაიტედი
ლივერპული
იუნაიტედი
იუნაიტედი
ნორვიჩი
Top სერ ალექსის გამოსამშვიდობებელი სიტყვა
სიახლეები